წითელ წიგნში შესული ცხოველებისა და ფრინველების შემცირების მთავარი ფაქტორები.

ბევრი ჩვენგანი უკვე კარგა ხანია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ  არ შეიძლება სანახაობისა თუ ერთი ცალი ქურქის გამო იხოცებოდნენ ცხოველები, საკუთარი სიმშვენიერის გამოსახატად უგუნურობაა უფრო სუსტი არსების განადგურება. გადაცემაში სატელეფონო ჩართვით დასმულ კითხვებზე მპასუხობს -ილიას  უნივერსიტეტის  ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი - ზურაბ ჯავახიშვილი, გადაცემის ძირითადი თემა კი, წითელ წიგნში შესული ცხოველებისა და ფრინველების შემცირების მთავარი ფაქტორები.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019