,,კლიმატი მოქმედების წინა პლანზე“ მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე.

1950 წლის 23 მარტს ძალაში შევიდა კონვენცია, რის საფუძველზე შეიქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO). სწორედ ამ დღესთანაა დაკავშირებული მეტეოროლოგიის მსოფლიო დღედ 23 მარტის გამოცხადება.

WMO გაერო-ს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს ინფორმაციის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროს  დედამიწის ატმოსფეროს მდგომარეობასთან, მის ხმელეთთან და ოკეანეებთან  ურთიერთქმედებასთან, ამინდთან, კლიმატთან და წყლის რესურსების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველო WMO - ში გაწევრიანებულია 1993 წლიდან. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო 2022 წელს გახდა WMO - ს ერთერთი პარტნიორი ორგანიზაციის - ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) ასოცირებული წევრი ქვეყანა.

ამ საკითხებზე  ვრცლად სტუმართან ერთად ვსაუბრობ, კითხვებზე მპასუხობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეორლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე

 

 

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018