საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის მწვანე წიგნი.

საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა, რაც გამოკვეთს მთელ  რიგ  საკითხებს,   რომლებიც    შეიძლება     გათვალისწინებულ
 იქნას ,,კლიმატის ცვლილების შესახებ’’ კანონის პროექტში. 

კლიმატის ცვლილების კანონზე და ,,მწვანე წიგნზე“ ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, კითხვებზე კი მპასუხობს - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე - ნინო თანდილაშვილი.
 

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017