საქართველოს მყინვარები - მისი მრავალფეროვნება და ამჟამინდელი მდგომარეობა.

საქართველოსთვის, რომელსაც კავკასიის რეგიონში სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა უკავია, როგორც ეკონომიკური, ისე გეოეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს მყინვარული რესურსის შესწავლასა და მის მრავალწლიურ მონიტორინგს.

ბოლო ათწლეულში ადგილი აქვს მყინვარების, როგორც რაოდენობის, ასევე ფართობის შემცირებას.

საქართველოს მყინვარებზე კლიმატის ცვლილების გავლენა, ამ საკითხზე ვსაუბრობ დღეს გადაცემაში, კითხვებზე კი მპასუხობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების განყოფილების უფროსი - გიორგი გულიაშვილი

გადაცემის არქივი

თემა ,,ოზონის შრე" , რომელიც სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო ხანებში ფრეონის ფართო გამოყენებამ აეროზოლის ბალონებში, მაცივრებსა თუ კონდიციონერებში გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეულძლია შეიწოვას. ატმოსფეროში მოხვედრისას ეს აირები იშლებიან და წარმოქმნიან ქლორს, რომელიც, თავის მხრივ, აზიანებს და ანადგურებს ოზონის შრეს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ, როგორ მდგომარეობაშია ის დღეს და რა გველის სამომავლობა - გადაცემის სტუმარია - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი.

22 აპრ 2018

ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება. მას შემდეგ ადამიანი, არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს, არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც. ინდუსტრიულმა განვითარებამ, ეკონომიკის ზრდამ, ახალი ტექნოლოგიების დარეგვამ, ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, სულ უფრო მრავალფეროვანი გახადა. მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ კი მათი რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. გადაცემაში საზოგადოების აზრს მოვისმენთ - თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ეკოლოგია და რაში ხედავენ გამოსავალს. პირველ ნაწილში ეკოლოგიის მრავალფეროვნებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ეკოლოგი დავით თარხნიშვილი საუბრობს. მეორე ნაწილში კი წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, გამოყენებით ეკოლოგიაში- ვახტანგ გვახარია ეკოლოგიის შინაარსობრივ დატვირთვაზე გვესაუბრება.

15 აპრ 2018

მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი ქობულეთის სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასდროს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად (რომელიც მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია) ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე. მომავალ სამოქმედო გეგმაზე და კიდევ რა უნიკალური თვისებები გააჩნია ტორფნარს ამის შესახებ, როგორც აღვნიშნე გადაცემაში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემის კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე საუბრობს

25 მარ 2018

გადაცემის თემა - მეთევზეობა და ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა. სტუმარი - მეთევზეობისა და ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი არჩილ გუჩმანიძე. აღნიშნული დეპარტამენტი გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაშია და ის 2016 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა. როგორც ცნობილია, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება გარემოსდაცვით ნაწილში ბუნებრივი რესურსების მართვას ითვალისწინებს. საერთო ჯამში კი ეს ყველაფერი ეკოლოგიის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. ვნახოთ რა სიახლეები გვაქვს ამ მხრივ, რა სახის კვლევები ხდება და როგორი სიტუაცია გვაქვს დღეისათვის

11 თებ 2018

დღეს ბათუმის ზოოპარკში შექმნილ პრობლემებზე ვისაუბრებთ. გადაცემის სტუმარი კი ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე იქნება. ,,ზოოპარკის ვოლიერები ციხის საკნებივითაა: გისოსებშემორტყმულ მცირე სივრცეში ცხოველები მეტლახზე ცხოვრობენ, ვოლიერების სახურავები კი მათ სივრცეს კიდევ უფრო ავიწროებს. ვერ ხედავდნენ ცას და აქვთ გადაადგილების მინიმალური საშუალება, მსგავმა მოპყრობამ კი მიგვიყვანა არსებულ სიტუაციამდე, აცხადებენ ბათუმის პარკის ადმინისტრაციაში. ვნახოთ რა სიტუაციაა ამ მომენტისთვის ზოოპარკში და რა ცვლილებები იგეგმება სამომავლოდ

04 თებ 2018

პესტიციდი და აგროქიმიკატი, საფრთხე რომელსაც ვერ ვგრძნობთ პესტიციდი და აგროქიმიკატი, ეკოლოგიური დაბინძურება, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი პროდუქტები და ლაბორატორიების არ არსებობა. გადაცემის პირველ ნაწილში - ჩვენი სტუმარია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ქეთინო სიხარულიძე. მთვარისა ქობალია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მცენარეთა დაცვის მიმართულებით მთავარის სპეციალისტი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ასევ, სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ღვინჯილია გვიპსასუხებს რამდენად სწორად ხდება ლაბორატორიაში კვლევები და აქვთ თუ არა საერთოდ შესაბამის ხელსაწყოები ზუსტი ნორმების განსაზღვრისთვის.

17 დეკ 2017