,,მედია და კლიმატის ცვლილება“ ინფორმირებულობის ამაღლება.

თელავში ჟურნალისტებისთვის ჩატარდა 3 დღიანი  ტრენინგი, თემაზე ,,მედია და კლიმატის ცვლილება“. ღონისძიება ეძღვნებოდა ,,დედამიწის საათს“ და მიზნად ისახავდა კლიმატის ცვლილების შესახებ, მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმირებულობის ამაღლებას.

საგულისხმოა, რომ საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სტიქიური მოვლენები გახშირდა. შესაბამისად უფრო სიღრმისეულ დატვირთვას იძენს ასეთი საკითხების გაშუქება, მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანა და შესაბამისად ამ პროცესში მათი როლის განმტკიცება.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ,,ინტეგრირებული გამჭირვალობის ჩარჩო“ ფარგლებში, ასევე პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და მისი აღმასრულებელია რეგიონული გარემოსაცვითი ცენტრი, დაფინანსებას უზრუნველყოფს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი, განხორციელებას - გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.

რამდენად მნიშვნელოვანია მედიის ინფორმირებულობა და ზოგადად საერთაშორისო დონეზე რა ვალდებულებები გვაქვს კლიმატის თვალსაზრისით, კითხვებზე მპასუხობს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების დეპარტამენტის უფროსი ნინო თხილავა.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017