მწვანე კვირეული 2023 გახსნის ღონისძიება ბერლინში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის, „მწვანე კვირეული 2023" (Gruene Woche 2023) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

გამოფენის მწვანე კვირეული" მთავარი მიზანი თანამედროვე სოფლის მეურნეობის, გადამმუშავებელი მრეწველობის და მებაღეობის სექტორების განვითარების ხელშეწყობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ სტენდზე 16-მა კომპანიამ საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა. გამოფენის მონაწილე ქართული კომპანიების ძირითადი ნაწილი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარები არიან.

გადაცემაში ღონისძიებასთან დაკავშირებით - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი გვპასუხობს დასმულ კითხვებზე

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017