გილოცავთ ახალ წელს, გადაცემა ეკოსამყარო იწყებს გადაცემების მომზადებას.

გადაცემა ეკოსამყარო ანახლებს გადაცემებს, გილოცავთ ყველა დღესასწაულს ერთად და გისურვებთ გამორჩეულ, წარმატებულ წელს.

ასე თუ ისე 2022 წელს მსოფლიოსგან განსხვავებით საქარველოში არ გვქონია ისეთი გამორჩეული სტიქიური პროცესები, რაც ძალიან დიდ ზიანს მიაყენებდა ჩვენს ეკოლოგიას, იყო რათქმაუნდა ლოკალურად სხვადასხვა კატაკლიზმები, მაგრამ არა ფართო არეალზე.

მომდევნო კვირიდან, მე კობა ფარტენაძე- გადაცემა ეკოლოსამყაროს ავტორი და წამყვანი სხვადასხვა საინტერესო თემებს შემოგთავაზებთ და ძალიან მინდა ეს თემები იყოს ძირითადად პოზიტიურ სიახლეებზე და არა სტიქიურ პროცესებზე.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019