რითია გამოწვეული ყოველი შტორმის დროს ბათუმის სანაპიროს დაზიანება.

გასულ თვეში ჩვენ ვნახეთ ბათუმიში ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო, დანგრეული ბილიკები, და ზღვასთან ახლოს მყოფი განადგურებული მცირე ნაგებობები. შტორმის დროს ასეთი სიტუაცია ხშირად არის, განსაკუთრებულად ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, რა ხდება რეალურად რატომ გახშირდა სტიქიური პროცესი, რა იწვევს ამ ყველაფერს - კითხვებზე გვპასუხობს ეკოლოგი, ასოციაცია ფლორა და ფაუნას აღმასრულებელი დირექტორი - კახა გუჩმანიძე

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019