მეტყევის პროფესიული დღე

10 ოქტომბერი მეტყევის საერთაშორისო დღე იყო, ვინაიდან ჩვენი გადაცემა კვირაში ერთხელ გადის ეთერში გაწერილი გრაფიკით ორშაბათი ანუ ჩვენი გადაცემის გასვლის ეთერი არ დაემთხვა აღნიშნულ დღეს, შესაბამისად ასეთ ღირებულ თარიღს ვერ გამოვტოვებდი და გეტყვით კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში მეტყევის პროფესიული დღე 1999 წლიდან აღინიშნება, აღნიშნულ სექტორში, მას შემდეგ რაც ოფიციალურად დადასტურდა ეს დღე ბევრი სიახლე და რეფორმა განხორციელდა, ყველაფერზე მეტყევის დღესთან დაკავშირებით -ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი საუბრობს გადაცემაში.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017