მენიუ
ძიება
EN
LIVE
პოლიტიკა
ბათუმი
ეკონომიკა
კულტურა
განათლება
სამართალი
მუნიციპალიტეტი
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
ტელევიზია
გადაცემები
პროგრამა
რადიო
გადაცემები
2022 წლის ზაფხულის კლიმატური შეფასება, მსოფლიოსა და საქართველოში
გადაცემის არქივი
თარიღი
2019
2020
2020
ჩვენს ირგვლივ არსებული გარემო ყოველდღიურად ნაბიჯ-ნაბიჯ იცვლება, ამ ცვლილებებზე პასუხისმგებელი კი უპირველესად ადამიანია. ცივილიზაციის განვითარებამ თავისთავად მოიტანა საჭირიობა აუცილებელი ცვლილებებისა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანია აღმავალი ევოლუცია, მას თავის მხრივ გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ ქეთინო სიხარულიძესთან ერთად
20 ნოე 2017
რა თვისებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა ბულვარის ტერიტორია და რა როლი აქვს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით გარდა იმისა, რომ შეგვიძლია დავისვენოთ, ძალები აღვიდგინოთ და დავტკბეთ ბულვარის სხვადასხვა კუთხის სილამაზით. ამ ყველაფრის შესახებ ბათუმის ბულვარის დირექტორი ეთერ მაჭუტაძე გვეტყვის,
12 ნოე 2017
საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.
11 ნოე 2017
ევროპასთან ინტეგრაცია კლიმატური ცვლილების თვალსაზრისით | გადაცემი სტუმარი: ნინო თხილავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო - გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი. საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი - მოვისმენთ შეფასებას ,,ადამიანი და ბუნება“, როგორც ერთი მთლიანობა. რა იწვევს ჩვენს გულგრილ დამოკიდებულებს იმ სამყაროსადმი, რის გარეშეც სიცოცხლე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა.
05 ნოე 2017
4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.
11 აპრ 2017
1
...
12
13
14
15
16
17