პარიზის შეთანხმება - ,,უფრო მეტი ამბიცია გარემოს გაჯანსაღებისთვის“

საქართველო 1998 წლიდან გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის წევრი ქვეყანაა, 2015 წელს კი შეუერთდა პარიზის შეთანხმებას და შესაბამისად წარადგინა თავისი პირველი ვალდებულებაც, პირველი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს, სწორედ წელს განხორციელდა ახალი - მეორე  ,,ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილისდოკუმენტის წარდგენა, სადაც გაწერილია უფრო მეტი ვალდებულება, ანუ უფრო მაღალი ამბიცია არსებობს ვიდრე მის წინამორბედში იყოამ თემაზე საუბრობს დღეს გადაცემაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსი - მაია ცხვარაძე.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017