,,დახარჯე გონივრულად წყალი“

წყლის რესურსების მსოფლიო დღის აღნიშვნის ინციატივა 1992 წელს რიო დე ჟანეიროში, გაეროს მიერ გამართულ დედამიწის  სამიტზე გაჟღერდა, ოფიციალურად კი ეს თარიღი 1993 წლის 22 მარტს დადასტურდა.

გაერო და მისი წევრი ქვეყნები ამ დღის აღნიშვნით ცდილობენ დანერგონ წყლის რესურსების დაცვის ახალი სტანდარტები.

დაზოგე და მოიხმარე გონივრულად წყალი - როგორ? ან რატომ? ამ ყველაფერზე გადაცემაში დასმულ კითხვებზე გვიპასუხებს -

სოფიო ნატროშვილი - ,,ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის“ საინფორმაციო ცენტრის უფროსი და ასევე ნინო სულხანიშვილი - გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018