ბათუმის სანაპიროზე არსებული პრობლემები

საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის უმთავრეს პრობლემას  სანაპირო ზოლის ჩარეცხვა წარმოადგენს, რომელიც ტალღური რეჟიმის შედეგად ბოლო ათწლეულია ინტენსიურად მიმდინარეობს.  ამ მხრივ, ყველაზე მძიმე სიტუაცია ბათუმის სამხრეთ აკვატორიაზე, ქობულეთის სამხრეთ ნაწილში, ფოთის ე.წ „ოსტროვის“ ტერიტორიაზე გვაქვს. მსგავსად მძიმეა სიტუაციაა აფხაზეთშიც, სადაც გაგრისა და ოჩამჩირის სანაპიროები  მუდმივად ირეცხება.

გადაცემაში ყურადღება ბათუმის  სანაპროზე არსებულ პრობლემებზეა გავამახვილებული, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტადაა შესწავლილი,  დასმულ კითხვებზე  კი გვპასუხობს-  ეკოლოგი, ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“ს დირექტორი კახა გუჩმანიძე.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019