ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე

2 თებერვალს  ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღე იყო. მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის დღე პირველად 1997 წელს აღინიშნა და მას შემდეგ     სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი ჯგუფები ყოველ წელს აღნიშნავენ.

ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციას 1971 წლის 2 თებერვალს ირანის  ქალაქ რამსარში მოეწერა ხელი. კონვენცია უზრუნველყოფს წყალჭარბი ტერიტორიების                  შენარჩუნებას და წყლის ფრინველების არსებობისათვის აუცილებელ საბინადრო ადგილების დაცვასსაქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა. 

1997 წლიდან კოლხეთის ეროვნულ პარკს და ქობულეთის დაცულ ტეროტორიებს საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე       ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი მიენიჭა, 2020 წელს მათ ჯავახეთის დაცული  ტერიტორიებიც შეუერთდა.

საერთაშორისო აღიარების მქონე  საქართველოს უნიკალური დაცული ტერიტორიების გამორჩეულობის შესახებ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსის ნატო სულტანიშვილი საუბრობს გადაცემაში.

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018