ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვის

საქართველოში პროექტიეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისათვისიწყება, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობებს, შეძლონ ეკოსისტემის აღდგენის ღონისძიებების ინტეგრირება გვალვის მართვაში, რომ გვალვის ზემოქმედება ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) გამოყენებით შემცირდეს.

პროექტი გლობალურ დონეზე ხორციელდება IUCN-ის მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოში კი პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებს.

ყველაფერზე უფრო დაწვრილებით, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) საბჭოს წევრი, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - კარლო ამირგულაშვილი საუბრობს გადაცემაში.

გადაცემის არქივი

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018