რა როლი უნდა ჰქონდეს მედიას კლიმატის კრიზისთან ბრძოლის პროცესში

როგორც ვიცით და გასულ გადაცემაში მქონდა საუბარი ამ თემაზე - მიმდინარე წლის 21-23 ივნისს გაიმართა  ტრენინგ: მედია და კლიმატის ცვლილების პოლიტიკა, რომლის მიზანიც იყო  ჟურნალისტების ინფორმირებულობის ამაღლება კლიმატის ცვლილების პოლიტიკის თაობაზე

აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო  გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინასებით მიმდინარე პროექტის „ინტეგრირებული გამჭვირვალობის ჩარჩო საქართველოში პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად“ ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელი გახლავთ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა, ხოლო აღმასრულებელი კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC).

დღეს მორიგ სტუმარს მოვუსმენთ ტრენინგიდან კახაბერ მდივანი რეგიონული გარერმოსდაცვითი ცენტრის ინტეგრირებული გამჭირვალობის მექანიზმის პროექტის ხელმძღვანელი გვპასუხობს დასმულ კითხვებზე

საუბრის თემა - რა როლი უნდა ჰქონდეს მედიას კლიმატის კრიზისთან ბრძოლის პროცესში, ,,მერების შეთანხმება" გარემოსდაცვითი პოლიტიკა.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017