წყლის რესურსების საერთაშორისო დღე #დაზოგეწყალი

წყლის რესურსების მსოფლიო  დღის აღნიშვნის ინიციატივა დაიბადა 1992 წელს რიო დე ჟანეიროში, გაეროს მიერ გამართულ დედამიწის სამიტზე,  ოფიციალურად აღინიშნა 1993 წლის 22 მარტს. ამ დღიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აღინიშნება ეს დღე მსოფლიოს სხვადახვა ქვეყანაში.
გაერო და მისი წევრი ქვეყნები ამ დღის აღნიშვნით ცდილობენ დანერგონ თავიანთ ქვეყნებში გაეროს რეკომენდაციები და ატარებენ  წყლების რესურსების დაცვისაკენ მიმართულ კონკრეტულ აქტივობებს.

#დაზოგეწყალი _ ამ მესიჯის მოსმენის შემდეგ შეიძლება იკითხოთ კიდეც - როგორ ? ან რატომ? ამ ყველაფერზე გადაცემაში გვპასუხობს:

სოფიო ნატროშვილი, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" საინფორმაციო ცენტრის უფროსი; და ნინო სულხანიშვილი, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019