ჰაერში ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის - სახელმწიფო პროგრამის შემუშავება

რამოდენიმე  ხნის წინ გაეროს ბავშვთა ფონდმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირბით ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ- (მიკროგრამი დეცილიტრზე),  ამ  შედეგების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გეგმავენ შეიმუშაონ ტყვიის ტოქსიური ზემოქმედების აღმოფხვრის ყოვლისმომცველი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ტყვიით დაბინძურების წყაროების დადგენას; მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ღონისძიებებს, ტყვიით დაბინძურებული ადგილების განეიტრალების, იზოლაციისა და მართვის მიზნით;

რა როლი ექნება ამ პროცესში სოფლის მეურეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, გადაცემის სტუმარი: ნოე მეგრელიშვილიგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი

 

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019