ოზონის შრე სიცოცხლისთვის...

ყოველი წლის სექტემბერში  მსოფლიოში  ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი სლოგანი იყოოზონის შრე სიცოცხლისთვის“.
ოზონის შრე სტრატოსფეროს ნაწილია, რომელიც დედამიწის ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს.
1996 წელს საქართველო შეუერთდა მონრეალის ოქმს, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებაზე შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს.
2018 წელს გაერომ დაადასტურა, რომ ოზონის შრე აღდგენის პროცესშია დამონრეალის ოქმიგაეროს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ხელშეკრულებაა.

ეკოლოგი კახა გუჩმანიძე ოზონის შრი ფუნქციაზე, მისი განლევით გამოწვეულ ჯანმრთელობის პრობლემებზე და ოზონის დაცვის პროტოკოლებზე საუბრობს 

გადაცემაში ასევე მიმოვიხილავთ ოზონის შრის სხვადასხვა პროტოკოლების მიზნობრიობას

 

გადაცემის არქივი

31 ოქტომბერს შავი ზღვის დაცვისა და რეაბილიტაციის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმის ხელის მოწერის დღე იყო, რომელიც 1996 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც შავი ზღვის საერთაშორისო დაცვის დღე. იმავე წელს ასევე შავი ზღვის რეაბილიტაციისა და დაცვის სტრატეგიულ მოქმედებათა გეგმასაც მოეწერა ხელი. აღნიშნულ გეგმაზე ხელისმოწერით საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკას დაეკისრათ შავი ზღვის ეკოსისტემების რეაბილიტაციის, დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ვალდებულება. თუ რა კეთდება პრობლემების გადასაჭრელად, წყლის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, ასევე EMBLAS-ის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება”ს, ამ ყველაფრის შესახებ და თუ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ძალისხმევას ზღვის წყლის დაცვის პროცესში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე საუბრობს.

04 ნოე 2018

საქართველოში გარემოსთვის ზიანის მიყენების შემცირების მიზნით, პოლიეთილენის პარკების ნაწილი 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან აიკრძალა, ამ თემასთან დაკავშირებით მოვისმენთ რას ფიქრობს საზოგადოება, ასევე როგორ შეიტანენ სიახლეს მეპატრონეები სავაჭრო ადგილებში. გადაცემის სტუმარი კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ნაჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალბერტ ჩანქსელიანია, რომელიც გვეტყვის რამდენად შეამცირებს გარემოს პოლიეთილენით დაბინძურების დონეს ეს აკრძალვა და ზოგადად რამდენად ღრმად აზიანებს ეკოსამყაროს ეს საშუალება.

07 ოქტ 2018