როგორ შეცვალა კორონავირუსმა დედამიწის ეკოსისტემა, იქნება თუ არა ეს ხანგძლივი პროცესი...

შეცდომა იქნება ვიფიქროთ, რომ ვირუსი, რომელმაც მოკლა ათასობით ადამიანი და ჩასვა კარანტინში მილიონები, მნიშვნელოვნად შეცვლის კლიმატს. კაცობრიობის ისტორიაში უკვე იყო მავნე გამონაბოლქვების შემცირების პერიოდები, რომლებიც დაკავშირებული იყო პანდემიებთან, ომებთან, და ეკონომიკურ კრიზისებთან. მაგრამ ყოველთვის СО2- გამოყოფა კვლავ იზრდებოდა ეკონომიკის ნორმაში მოსვლასთან ერთად“ გადაცემაში მოისმენთ ექსპერტთა მოსაზრებებს.... მთავარი თემა #კორონავირუსი და #ეკოსისტემა

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017