ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში და კამპანია-შეამცირე პლასტმასა

 დღევანდელი გადაცემის თემაა, ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში და კამპანია-შეამცირე პლასტმასა   ვისაუბრებთ  ასევე, იმ კამპანიის და აქტივობების შესახებ, რომელიც გასულ კვირას გაიმართა, რომლის ინიციატორი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გენდერული საბჭოა. რამდენად უწყობს ხელს ასეთი აქტივობები ცნობიერების ამაღლებას, ვინ ჩაერთვება კამპანიაში, დღევანდელი რეალობა ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, გამოსავალი და პერსპექტივები, ამ ყველაფერზე გადაცემაში საუბრობს კახა გუჩმანიძე - ეკოლოგი, ნარჩენების მართვის ექსპერტი, საერთაშორისო ორგანიზაცია "სენი"- აჭარის რეგიონის კოორდინატორი

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017