როგორ შევინახოთ საშემდგომო ნუგბარი ეკოლოგიურად სუფთად ისე, რომ არ დავაზიანოთ გარემო და უარი ვთქვათ ქიმიურ ნივთიერებებზე.

გადაცემის სტუმარია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ქეთინო სიხარულიძე.

როგორ შევინახოთ საშემდგომო ნუგბარი ეკოლოგიურად სუფთად ისე, რომ არ დავაზიანოთ გარემო და უარი ვთქვათ ქიმიურ ნივთიერებებზე.  პროდუქტის შენახვის, როგორი მეთოდი სჯობს გაყინვის თუ მაღალი ტემპერატურის, რამდენად საშიშია ქიმიური დანამატები არა მარტო ჯანმრთელობისთვის, არამედ ეკოსამყაროსთვის, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს შესანახ პროდუქტებში (მაგ ასპირინი). 

,,მადლობა ღმერთს, რომ ქართველი გლეხი არ ამუშავებს ხილ-ბოსტნეუულს, სხვა ქვეყნების მსგავსად, სწორედ ამაშია ჩვენი ხიბლი და ჩვენი პროდუქტის მაღალი ხარისხი“ აღნიშნავს ქეთინო სიხარულიძე.

გისურვებთ გააატაროთ წლის ცივი პერიოდი  მრავალფეროვნად, მაგრამ უსაფრთხოდ.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017