კლიმატის ცვლილება საქართველოში - გლობალური დათბობის ფონზე...

როგორი რეალობის წინაშე ვართ და რამდენად ვართ ჩართული პროცესში, რომელიც გარემოს გაჯანსაღებას ისახავს მიზნად, ამის შესახებ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლიკა მეგრელიძე გვეტყვის.

ასევე, თუ რა ცვლილებები განიცადა ამინდმა, გლობალური დათბობის ფონზე, ამ ყველაფერზე გარემოს ეროვნული სააგენტოს, გრძელვადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსი სვეტლანა ნიორაძე ისაუბრებს.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019