წლის ბოლომდე საქართველოს ახალი სანიტარული, ევროპული სტანდარტის 4 ახალი ნაგავსაყრელი ექნება.

2019 წელს საქართველოს კიდევ 4 ახალი ევროპული სტანდარტის რეგიონალური ნაგავსაყრელი ექნება. რას ნიშნავს ,,ევროპული სტანდარტის“  ნაგავსყრელი და რას გულისხმობს ნარჩენების მართვის ახალი სისტემა, რომლის დანერგვაც იგეგმება, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველი ხათუნა ჩიკვილაძე გვეტყვის ამ ყველაფერზე. გადაცემის ბოლოს კი მოსახლეობის აზრს გავიგებთ კითხვაზე, ზოგადად რა სჯობს ,,მკაცრი კანონი თუ, ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, რომ გაუფრთხილდეს თავის ქალაქს,  და ზოგადად სამყაროს.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017