ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ, მოსახლეობა ინფორმაციას ყოველკვირეულად მიიღებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტო უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებებით ახორციელებს. როგორია უახლოესი შედეგები და რამდენად მნიშვნელოვანიაა მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება, ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი საუბრებს.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019