უკვე შემოდგომაა, მცენარის სასიცოცხლო პროცესები თანდათან სუსტდება, იცვლება მათი მოვლის წესებიც. რა უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არა მარტო ვიზუალურად ლამაზი ოთახის მცენარეები არ დაგვიზიანედეს, სასოფლო სამეურნეო კულტურებსაც მივაქციოთ სათანადო ყურადღება, ამ ყველაფერზე საუბრობს - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ქეთევან სიხარულიძე.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019