ერთი კვირაც და ზაფხული მოვა, აქტიურ ფაზაში გადადის მცენარეთა ქიმიური გზით დამუშავების პროცესი. პესტიციდი და აგროქიმიკატი ის პროდუქტია, რომელსაც სოფლის მეურნეობაში მცენარეული სურსათის მოსაყვანად გამოიყენება. ხილისა და ბოსტნეული მავნე ნივთიერებებისგან, სოკოვანი დაავადებებისგან დასაცავად. ასევე ნაყოფისთვის ფერის მიცემისა და მოცულობის გასაზრდელად. ძირითადათ გამოიყენება კალიუმის, აზოტის ფუნგიციდის შემცვლელი პრეპარატები, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, უსაფრთხოების წესებს ფერმერები და რეალიზატორები ნაკლებად იცავენ. აღსაღნიშნავია ეკოლოგიისთვის მიყენებული დაბუნძურებაც. რადგან დღემდე არ არსებობს მეცნიერების დასკვნა იმის თაობაზე, რომ პესტიციდების თუნდაც ძალიან მცირე ნარჩენი უსაფრთხოა ადამიანისათვის და გარემოსთვის. მთვარისა ქობალია სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მცენარეთა დაცვის მიმართულებით მთავარის სპეციალისტი უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ასევე სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარიამ ღვინჯილია გვიპსასუხებს რამდენად სწორად ხდება ლაბორატორიაში კვლევები და აქვთ თუ არა საერთოდ შესაბამის ხელსაწყოები ზუსტი ნორმების განსაზღვრისთვის. ასევე გადაცემის სტუმარია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ ტანამშრომელი ქეთინო სიხარულიძე, რომელიც გვეტყვის როგორი ხარისხის სასუქი თუ პესტიციდი გამოიყენება ხილისა და ბოსტნეულის შეწამვლისას დღეისათვის და რამდენად უსაფრთხოა მათი გამოყენება.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019