ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა ჩვენს პლანეტაზე მისი გაჩენის დღიდან იწყება. მას შემდეგ ადამიანი, არა მარტო შეეგუა გარემომცველ გარემოს, არამედ აქტიურად დაიწყო მისი გარდაქმნაც. ინდუსტრიულმა განვითარებამ, ეკონომიკის ზრდამ, ახალი ტექნოლოგიების დარეგვამ, ადამიანის მიერ წარმოქმნილი ნარჩენები, სულ უფრო მრავალფეროვანი გახადა. მოსახლეობის რიცხობრივმა ზრდამ კი მათი რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. გადაცემაში საზოგადოების აზრს მოვისმენთ - თუ როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ ეკოლოგია და რაში ხედავენ გამოსავალს. პირველ ნაწილში ეკოლოგიის მრავალფეროვნებაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანი, ეკოლოგი დავით თარხნიშვილი საუბრობს. მეორე ნაწილში კი წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, გამოყენებით ეკოლოგიაში- ვახტანგ გვახარია ეკოლოგიის შინაარსობრივ დატვირთვაზე გვესაუბრება.

გადაცემის არქივი

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში წაბლის უნიკალურ ხეებს ენდოტიოზი, იგივე წაბლის კიბო ანადგურებს. დაავადების გავრცელებას ხელი შეუწყო ლიცენზიანტების დაუდევრობამ და კონტროლის შესუსტებამაც შეუწყო, რის გამოც საქართველოს წაბლის დიდი ნაწლი განადგურდა. რა ზარალს აყენებს წაბლის კიბო ტყეებსა და ეკონომიკას და სად არის გამოსავალი? ,,ეკოსამყაროს“ ეთერში სატელეფონო ხაზზეა ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ნათია იორდანიშვილი. გადაცემის მეორე ნაწილში შექმნილ პრობლემასთან დაკავშირებით - ვასილ გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ბიძინა თავაძეს მოვუსმენთ.

11 ნოე 2017

4 დეკემბერი - „6 მაისის“ პარკში არსებული ტბის პრობლემები გასულ წელს, ბათუმის ცენტრალურ პარკში, თანამშრომლებმა ტბის რეგულარული წმენდის დროს, წყალმცენარეების რაოდენობის ინტენსიური მატება შენიშნეს. დღის განმავლობაში კი ტბის ზედაპირი სქელი მასით დაიფარა. მეთევზეები, რომლებიც ტბაზე ამ დრომდე თევზაობენ აღნიშნულის შესახებ გააფრთხილეს, თუმცა ისინი არ წყვეტენ თევზაობას. რა ზომები მიიღო წყლის გაწმენდის მხრივ პარკის ადმინისტრაციამ და როგორი მდგომარეობაა ამ დროისათვის ტბაზე, თემაზე მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე ისაუბრებს.

11 აპრ 2017