მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი ქობულეთის სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში შეგიძლიათ იხილოთ. ის თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი, რომელიც არასდროს იფარება წყლით. წყალი სფაგნუმთან ერთად (რომელიც მსოფლიოში იშვიათი და გარემოს დაბინძურებისადმი ყველაზე მგრძნობიარე თეთრი ხავსია) ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს, ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე. მომავალ სამოქმედო გეგმაზე და კიდევ რა უნიკალური თვისებები გააჩნია ტორფნარს ამის შესახებ, როგორც აღვნიშნე გადაცემაში კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემის კონსერვაციის განყოფილების უფროსი იზოლდა მაჭუტაძე საუბრობს

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019

შავი ზღვის სამეცნიერო კვლევებზე ვსაუბრობთ დღეს, ასევე იმ ახალ ტექნოლოგიებზე რომლებიც ქართველ სპეციალისტებს თევზის მარაგის რაოდენობის დათლასა და წყლის ფიზიკურ-ქიმიური მდგომარეობის შესწავლას გაუადვილებს ამ ყველაფერზე კი გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ბატონი ანდრო ასლანიშვილი საუბრობს. მართალია შავი ზღვა აქტუალური ზაფხულშია, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ წლის ნებისმიერ სეზონზე, რეალურად როგორია ზღვის მდგომარეობა, რა ხდება ახლა, მაშინ როდესაც შესაბამისი სამსახური და ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტო, აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, რომლებიც აქტიურ სეზონზე უფრო ზუსტ მონაცემებს მოგვცემს.

27 იან 2019