გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია - ჰაერის დაბინძურების ძირითად ფაქტორებზე, თუ სად არის ყველაზე მეტად არაჯანსაღი ეკოლოგიური მდგომარეობა ამ მხრივ და რა აბინძურებს ჰაერს საქართველოში ყველაზე მეტად. რამდენად ვდგავართ რეალურად პრობლემის წინაშე. გამოკითხვა - რამდენადაა მოსახლეობისთვის პრობლემური, ჰაერის დაბინძურება ჩვენს ქვეყანაში და რას თვლიან ისინი დაბინძურების ძირითად წყაროდ.

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019