მაინც რითაა ბუნება მშვენიერი? წყლით, მიწით, ხეებით, სუფთა ჰაერით, ულამაზესი ცით, მეტი რაღა უნდა უნდოდეს ადამიანს და თუ ესეც არ იკმარა?! რათქმაუნდა იგი მას ანადგურებს, წვავს, ჭრის, და საბოლოოდ რა გვრჩება? სიცარიელე! ამიტომაც სანამ ნამდვილადაც რომ მშვენეიერია ჩვენი ბუნება იქამდე გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი! საინტერესოა რას უსურვებს სამყაროს ჩვენი თანაქალაქელები და რა სათქმელი აქვთ მათ თითოეულ ადამიანთან...

გადაცემის არქივი

ოზონის შრე სტრატოსფეროში მდებარეობს და გვიცავს მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახის უარყოფითმა ფაქტორებმა - იმ ზიანმა, რომელიც ყოველდღიურად ადგება გარემოს, ადამიანის უშუალო ზემოქმედებითა თუ ნელა გაჟონვადი სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებით, გამოიწვია ამ აირის იმაზე მეტი რაოდენობით დაგროვება, ვიდრე ატმოსფეროს შეუძლია შეიწოვოს. ოზონის მთავარი ფუნქციის შესახებ და რა აზიანებს მას ყველაზე მეტად, გადაცემაში საუბრობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - ნოე მეგრელიშვილი.

17 თებ 2019