ცესკოს მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რეკომენდაციები პარტიებისთვის, “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” (თასქ ფორსი) ინიციატივა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ახალი პროექტი, ქალთა საჭიროებები რეგიონში - სტუმრებმა ამ და სხვა საკითხებზე აჭარის რადიოს ეთერში, ტალღაზე FM 104,5 ისაუბრეს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი, თოქ-შოუ „ქალი და არჩევნები“დაიწყო, რომელიც 18 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 17:10 სთ გავა ეთერში. ჩვენი პირველი ეთერის სტუმრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ექსპერტი მაია კუპრავა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი, ექსპერტი ინგა ალავიძე იყვნენ.

გადაცემის არქივი

“როგორ შუქდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რა დრო ეთმობა პოლიტიკურ რეკლამას, დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი მუშაობის პროცესში და სტუმრების შერჩევისას, რა გეგმები აქვს მაუწყებელს, როგორ ვითარდება დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობები, რას გეგმავს ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის, რა პროცესშია “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” საპარლამენტო ინიციატივა, რა პრიორიტეტები გამოიკვეთა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის "ქალების ხმა იგებს არჩევნებს" მსვლელობისას რეგიონში ქალთა საჭიროებების მხრივ", - ჟურნალისტ თამილა დოლიძის კითხვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი ინგა ალავიძე  პასუხობდნენ.   საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს ერთობლივი პროექტი "ქალი და არჩევნები", რომელიც უკვე მეორე წელია წინასაარჩევნოდ გადის ეთერში, დღეს დასრულდა.  IFES  ერთად აჭარის ტელევიზიამ წინა წლებში კიდევ 2 პროექტი გააკეთა: „საუბრები გენდერზე“ და „აირჩიე ქალაქის მერი“.

17 ოქტ 2017

“რა სიხშირით ხვდებიან ამომრჩევლებს და რა კითხვებზე უწევთ პასუხების გაცემა; არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას; შეისწავლეს თუ არა ბათუმელ ქალ-ამომრჩეველთა საჭიროებები; გენდერული ბიუჯეტირებისას, რას მიანიჭებენ უპირატესობას; არჩევნებში გამარჯვების რა შანსი აქვთ. ამ და სხვა კითხვებს ჟურნალისტ თამილა დოლიძის საავტორო გადაცემაში „ქალი და არჩევნები“ ქალი-კანდიდატები, "კონსერვატიული პარტიის" წევრი ნატალია ძიძიგური, რესპუბლიკური პარტიის წევრი მარინე გოგვაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ეთერ მანელიშვილი პასუხობდნენ. გადაცემა  აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES​-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.     ხმის ოპერატორები: თეკლა მჭედლიძე და გიორგი ფირცხალაიშვილი.

10 ოქტ 2017

ახალგაზრდები და გენდერული თანასწორობის პოლიტიკა; მიდიან თუ არა ისინი არჩევნებზე და რა კრიტერიუმებით ირჩევენ მათთვის მისაღებ პოლიტიკურ ძალას; დაცულია თუ არა ახალგაზრდულ ორგანიზაციებში გენდერული ბალანსი; როგორ და რა ხარისხით ისწავლება თანასწორობა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში, ემხრობიან თუ არა კვოტირების მექანიზმის ამოქმედებას და რას ფიქრობენ ახალგაზრდები ქალების პოლიტიკაში ინტეგრირებაზე. ამ და სხვა კითხვებს გადაცემაში „ქალი და არჩევნები“ სტუდენტები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები ალექსანდრე მილორავა, თამარ ბაუჟაძე, გვანცა ლომაძე და ნიკა დუმბაძე პასუხობდნენ.

04 ოქტ 2017

როგორია რეგიონული მედია გენდერულ ჭრილში. თვითმმართველობის არჩევნებამდე 24 დღე დარჩა. თემას ყველა მედიასაშუალება, მათ შორის რეგიონში მოქმედი, ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს. როგორია წინასაარჩევნო მედიაგარემო აჭარაში; შეიცვალა თუ არა რამე გაშუქების მხრივ, თუნდაც წინა არჩევნების შემდეგ; ქალთა ჩართულობა საარჩევნო სიებში და ზოგიერთი პარტიის დამოკიდებულება კვოტირების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით; რას ვაკეთებთ ჩვენ, ჟურნალისტები ქალების წარმოსაჩენად, რამდენად სჭირდებათ მათ ჩვენი დახმარება; რა არის რეგიონში მცხოვრები (ქალაქად, სოფლად) ქალების მთავარი საჭიროებები. ამ და სხვა კითხვებს თამილა დოლიძეს საავტორო გადაცემაში „ქალი და არჩევნები“ სტუმრებმა ირინე წუწუნავამ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების რეპორტიორმა, სულხან მესხიძემ - ტელეარხი-25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა და ბაჩო გურაბანიძემ გადაცემის „დილის ტალღა“ ხელმძღვანელმა უპასუხეს. გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. ხმის ოპერატორები: თეკლა მჭედლიძე და გიორგი ფირცხალაიშვილი.

26 სექ 2017

„ქალი და არჩევნები“ თამილა დოლიძესთან ერთად“ - მეორე გადაცემა რამდენად ეფექტურად იყენებენ პარტიები ქალების ინტელექტუალურ და პროფესიულ რესურსს; არის თუ არა შესაძლებელი შიდაპარტიული მუშაობისას თანასწორობის პრინციპს დაცვა; შეიცვლება თუ არა საკრებულოებში პროცენტული მაჩვენებლები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ; რა პრინციპითა და კრიტერიუმით არჩევენ მაჟორიტარობის კანდიდატებს - ამ და სხვა კითხვებს ქალი -კანდიდატები „ქართული ოცნებიდან“ ნატალია ზოიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლია მგელაძე პასუხობდნენ. გადაცემა აშშ განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ გამოხატავდეს IFES -ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

19 სექ 2017

ცესკოს მიერ შემუშავებული გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, რეკომენდაციები პარტიებისთვის, “ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის” (თასქ ფორსი) ინიციატივა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ახალი პროექტი, ქალთა საჭიროებები რეგიონში - სტუმრებმა ამ და სხვა საკითხებზე აჭარის რადიოს ეთერში, ტალღაზე FM 104,5 ისაუბრეს. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი, თოქ-შოუ „ქალი და არჩევნები“დაიწყო, რომელიც 18 ოქტომბრის ჩათვლით, კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 17:10 სთ გავა ეთერში. ჩვენი პირველი ეთერის სტუმრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ხრიკაძე, გენდერული თანასწორობის ქსელის კოორდინატორი, ექსპერტი მაია კუპრავა და ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის კოორდინატორი, ექსპერტი ინგა ალავიძე იყვნენ.

12 სექ 2017