მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

გადაცემის თემა: რამდენად დაცულია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დასაქმებულის ინტერესები, რამდენად ხშირია რეგიონში საჯარო სამსახურებიდან უკანონო გათავისუფლების შემთხვევები და რა უნდა იცოდეს დასაქმებულმა საკუთარი უფლებების დასაცავად?- სტუმრები: გაერთიანებული პროფესიული კავშირების აჭარის რეგიონული გაერთიანების ხელმძღვანელი და აჭაის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ილია ვერძაძე, ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს იურისტი ნინო სიორიძე.
გადაცემის თემა: რას ითვალისწინებს დევნილთა სოციალური დახმარების რეფორმა, რა შემთხვევაში ვეღარ მიიღებენ დევნილი ოჯახები სახელმწიფოსაგან 45 ლარიან დახმარებას და რა ბედი ელით დევნილებს, რომელთაც სახელმწიფოსაგან კომპენსაცია ერთხელ უკვე მიიღეს, თუმცა ისინი ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი ფართების გარეშე არიან? სტუმარი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.
გადაცემის თემა: ვინ და რას სთავაზობდა მერაბ ღოღობერიძეს წინასწარ დაკავების იზოლატორში, რა ინფორმაციას ფლობს დაკავებულის ადვოკატი, რა მასალებზე დაყრდნობით აანონსებდა მერაბ ღოღობერიძის დაკავებას ბათუმის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ყოფილი ადვოკატი , და რა მასალები დაუგროვდა სახალხო დამცველის წარმომადგენლს ღოღობერიძესთან შეხვედრის შემდეგ? სტუმარი: 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული მერაბ ღოღობერიძის ადვოკატი პაატა შავაძე. პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი დაკავებულის გოდერძი გორგილაძის ადვოკატი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მერაბ ღოღობერიძის ინტერესებს იცავდა, ზაზა პაპიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძის ჩართვა.
გადაცემის თემა: თურქეთი. რას შეცვლის რეფერენდუმის შედეგები თურქეთის მოსახლეობისთვის, პრეზიდენტის უფლებების გაზრდა რამდენად არის ერთპიროვნული მმართველობის შემოღების საფრთხის მატარებელი და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს თუქეთის რესპუბლიკაში მმართველობის ცვლილებამ მეზობელ რეგიონებზე? სტუმრები: პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ბაჟუნაიშვილი.
გადაცემის თემა: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები და პოლიტიკოსების შეფასებები. სტუმრები: ქართული ოცნებიდან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ნინო ჩხეტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე და ევროპული საქართველოს წევრი რაულ თავართქილაძე მოვიწვიეთ.
თემა: პარკირების პრობლემა ბათუმში და საკითხის გადაჭრის გზები. სტუმრები:გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის “მწვანე ქალაქის“ ხელმძღვანელი ლაშა ნაკაშიძე და ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორი პაატა დუმბაძე.
საქართველოსმოქალაქეებს ვროპაში ვიზის გარეშე მოგზაურობამდე რამდენიმე საათი აშორებთ. 28 მარტი ისტორიულ დღეთ შეფასდა. რომელ ქვეყნებში მოქმედებს საზღვრის გადაკვეთა და რატომ უნდა დაიცვას საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო რეჟიმით გათვალისწინებული პროცედურები.ხელისუფლების გზა ვიზალიბბერალიზაციამდე.
როგორია სახელმწიფო მიდგომა სტიქიით დაზარებული ოჯახების დასახმარებლად, რა რეგულაციების გამკაცრებას ითხოვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ეკოლოგიური პობლემების თავიდან ასაცილებლად და ვინ ახორციელებს სოციალური სახლების მშენებლობის მონიტირინგს?
რა გახდა „ხვნის ბარათების“ დარიგების შეჩერების მიზეზი, რა იყო ზოგადად ამ პროექტის მიზანი და ხელისუფლება სთავაზობს თუ არა ალტერნატივას სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს? – „კომპეტენტური პასუხის“ სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე.
ბათუმში 11-12 მარტის მოვლენები კვლავ მთავარი პოლიტიკური პარტიების დაპირისპირისების ერთერთი მიზეზია - ბრიფინგების სერია გრძელდება როგორც ერთიან ნაციონალურ მოძრაობის, ასევე ქართული ოცნების რეგიონულ ოფისებში. ბოლო დღეების აქციების ავტორების ძიებაში კვლავაც ურთიერთბრალდებების შემცველი განცხადებები ისმის. როგორ აფასებს 11-12 მარტის მოვლენებს საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი და როგორია ილია ნაკაშიძის პასუხები პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, ''კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ.
რა არის მედია ორგანიზაციის განვითარების შემაფერხებელი ასპექტები და რა საკითხებზე უნდა გამახვილოს ყურადღება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტმა?- დღეს „კომპეტენტურ პასუხში“- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქარათველოს წარმომადგენლების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.
ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.
პრეზიდენტის კამპანია “კონსტიტუცია ყველასია“ და საკონსტიტუციო კომისიის წევრთა შეხედულებები პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით -სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს „კომპეტენტურ პასუხში. ჩვენი სტუმარი გახლავთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა . პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია.
რა კეთდება ქვეყანაში ქალთა გაძლიერებისა და მათი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რა პრობლემები აქვთ ქალებს და რა უნდა შეიცვალოს მომავალში?- სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდება ყურადრება დღეს აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“, სტუდიის სტუმრები იქნებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ასმათ დიასამიძე და გენდერის მედიაცენტრის ხელმძღვანელი თამილა დოლიძე.
ხელვაჩაურის გამგებელს, თავის მართლება მოუხდა,ნადიმ ვარშანიძის მისამართით პრეტენზიები ოპონენტებმა გამოთქვეს.ხელვაჩაურის ოთხ სოფელში სადაც ახალი ბაღები აშენდა,მიშა ბოლქვაძის თქმით სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული.
ევროკავშირის სამჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში რომელიც საქართველოს მოქალაქეებისათვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას ითვალისწინებს. რა წინაპირობა უძღოდა ამ პროცესს და რას გულისხმობს უვიზო რეჟიმის ამოქმედება?
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა