მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი აჭარის მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდა. რა არ მოიწონეს და რისი გამოსწორება მოითხოვეს მთავარ ფინანსურ დოკუმენტში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა. დღეს fm 104.5-ზე „კომპეტენტურ პასუხში“ გადაცემაში სტუმრად იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გია რომანაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ელგუჯა ბაგრატიონი.
რა მოხდა 24 ნოემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“, რა გახდა 11 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი, რამდენად დაცულია შენობებში სახანძრო უსაფრთხოება და ვინ არის პასუხისმგებელი?- სწორედ ეს იყო დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა. გადაცემაში სტუმრად იყვნენ: სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში ციალა ქათამიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი ირინა წუწუნავა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი. პირდაპირ ეთერში მსახიობი კახა მიქიაშვილი და ევროკავშირის ექსპერტი მშენებლობის საკითხებში , საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი მალხაზ ბედიაშვილი გვერთვებოდნენ.
რა გახდა სასტუმრო „ლეოგრანტში“ დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი და იყო თუ არა ხუთვარსკვლავიან შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული- ამის შესახებ დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე, აჭარის ტურიზმის, კურორტების დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსი თამარ კაიკაციშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ილია ვერძაძე საუბრობდნენ. სასტუმროს მიმდებნარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს რეპორტიორი ნათია ლომაძე პირდაპირ ეთერში ჩაერთო.
მასშტაბური სპეცოპერაცია და ქართული მედია - ამ თემაზე გადაცემა“კომპეტენტურ პასუხში“ პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე და ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი საუბრობენ. პირდაპირ ეთერში სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის „არსენალი“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ჩაერთო. ასევე მოვლენების ეპიცენტრიდან ბოლო ინფორმაციების შესახებ ჟურნალისტი ნათია კოპალიანი საუბრობდა.
უცოდინრობა, განძის აღმოჩენის სურვილი თუ ვანდალური ქმედება-ბათუმში თამარის დასახლებაში, შიდა საკომუნიკაციო სამუშაოების დროს მიწის ქვედა ფენებში უვნებლად შემონახული, ქვევრი ადგილზე დასაქმებულებმა აღმოჩენიდან მალევე გაანადგურეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი სოციალურ ქსელში გაავრცელეს. როგორ შეაფასეს მომხდარ ფაქტი არქეოლოგებმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებმა „კომპეტენტურ პასუხიში “ მოისმენთ, გადაცემის სტუმრები იყვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსპექციის უნებართვო სამუშაოებზე რეაგირების განყოფილების უფროსი ლევან ჭავჭავაძე და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლებზე ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი მირზა ცეცხლაძე. პირდაპირ ეთერში არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ამირან კახიძე ჩაერთო.
„კომპეტენტური პასუხის“ თემა ეროვნული ვალუტის გაუფასურება იყო. გადაცემის წამყვნი ექსპერტებითან და პოლიტიკოსებთან ერთად შეეცადა გაერკვია რა სჭირს ლარს, რას აკეთებს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ლარის ანტირეკორდის საწინააღმდეგოდ? გაძვირებული საწვავი და გაძვირებული ცხოვრება შესაძლებელია თუ არა სოციალური უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. „კომპეტენტური პასუხის“ პირველ ნაწილში ამ და სხვა შეკითხვებს ეკონომისტი პაატა აროშიძე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა ვერულიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე მონაწილეობდა პასუხობდა. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტიდან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ჩაერთო.
ცვლილებები ცვლილებებისთვის თუ ხელისუფლების ეფექტურად მართვა“-, როგორ აფასებენ რეგიონის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს?- „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმრები იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან ილია ვერძაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე. პირდაპირ ეთერში ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელძღვანელი რაულ თავართქილაძე ჩაერთო.
დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო 2014 წლის მოწვევის თვითმართველი ქალაქების მერებისა და გამგებლებისთვის. როგორ აფასებენ აჭარაში მათ საქმიანობას მესამე სექტორში, თვითმართველობების გადაწყვეტილებები რამდენად იყო საზოგადოების საჭიროებებზე ორიენტირებული, რამდენად შესრულდა დაპირებები და რა მემკვიდრეობა დახვდებათ ახლადარჩეულებს?- დღეს ამ საკითხზე აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიორული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის იურისტი მირზა მამულაძე საუბრობდნენ. პირდაპირ ეთერში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ხახუტაიშვილი ჩაერთო.
დღეიდან ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის სახალხო განხილვები დაიწყო. როგორ ჩაიარა ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებული მსჯელობის პირველმა დღემ, რა შენიშვნები აქვთ ბათუმის ბიუჯეტის პროექტის მიმართ მესამე სექტორის წარმომადგენლებს და რითი იხელმძღვანელეს მუნიციპალიტეტის წევრებმა პროგრამების შედგენისას? გადაცემის სტუმრები ბათუმის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის დირექტორი ნათია აფხაზავა და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ თავმჯდომარე თომა კაკაბაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე ჩაერთო .
ვიზიტორების რიცხვის ზრდა ფიქსირდება აჭარში. სტატისტიკის მიხედვით გაზრდილია საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა და მიღებული შემოსავალი. ამ ტენდენციის მიუხედავად სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან რომ ტურიზმის სფეროს წინაშე ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევევბი. როგორია სახელმწიფო პოლიტიკა და რატომ გამოაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2018 წელი ხარისხის წლად? თემაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა, თამარ კაკაციშვილმა ისაუბრა.
4 ნოემბერს აჭარის ტელევიზიას დაარსებიდან 30 წელი უსრულდება 1 სტუმრები - აჭარის ტელევიზიის პირველი თაობის წარმომადგენლები, - სტილისტ-რედაქტორი ნოდარ ცეცხლაძე და შემოქმედებითი პროგრამების სამსახურის კოორდინატორი ალეკო აბაშიძე. 2 ბათუმში გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XII საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. სტუმრები ----ფესტივალის მონაწილე , მომღერალთა გუნდი „ოდელა“ პოლონეთიდან და მისი ხელმძღვანელი ახალგაზრდა დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი. რომელიც ამჟამად პოლონეთში მაგისტრატურაში სწავლობს და პარალელურად , მომღერალთა გუნდი ჩამოაყალიბა, , რომელშიც სხვადასხვა პროფესიის პოლონელი მუსიკის მოყვარულები არიან გაერთიანებულები. 3 პარასკევის ტრადიციული რუბრიკის ‘აღმოაჩინე აჭარა ‘ სტუმარი - აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე
როგორ აფასებს თავის ოთხწლიან მოღვაწეობას, ქობულეთის საკრებულოს მოქმედი თავჯდომარე, სულხან ოქროპირიძე.
არის თუ არა ზონალური საბჭოს შემადგენლობის ცვლილება ბათუმში კულტურული ძეგლების დაცვის გარანტი? მოქმედი საბჭო რამდენად პასუხობს კანონის მოთხოვნებს? როგორია მესამე სექტორი პოზიციები და რა გეგმები აქვს კულტურულ ძეგლებთნ მიმართებაში ხელისუფლებას?- ამ და სხვა თემებზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და საზოგადოება „ბათომის“ ერთერთი დამფუძნელები შოთა გუჯაბიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ახლადარჩეული ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ჩაერთო.
600 ათასი ლარი არასტანდარტული ციტრუსისთვის- აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეგრეთწოდებული ენესი მანდარინის სუფსიდირებას წელსაც განახორციელებს. მიიღებენ თუ არა საკონსერვო საწარმოებში ფაროსანას მიერ დაზიანებულ ნაყოფს, და რა კეთდება სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის მოსავლის რეალიზების ხელშეწყობისთის?- ამ და სხვა შეკითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე პასუხობს.
მოლოდინების შედეგი, შემოდგომა თუ არჩევნების შემდგომი პერიოდი?- რა არის ლარის გაუფასურების მიზეზი, რამდენად აისახება ეროვნული ვალუტის კურსი პროდუქციაზე, როგორია სპეციალისტების მოსაზრებები?- თემაზე სასაუბროდ დღეს კომპეტენტურ პასუხუში ეკონომისტი პაატა აროშიძე მოვიწვიეთ. გადაცემაში ასევე მონაწილეობას მიიღეს „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე. გიორგი კეპულაძესთან ინტერვიუ ეტერის დაწყებამდე ჩავწერეთ.
რაორდინალური ბრძოლის მეთოდი თუ ყურადღების მიქცევის მცდელობა?- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია თვითმართველობის არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს. როგორ აფასებენ ოპონენტები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებას და რატომ აღმოჩნდნენ უმცირესობაში პარტიის ის წევრები, რომლებიც ბოიკოტს ეწინააღმდეგებოდნენ - „კომპეტენტურ პასუხში მოისმენთ. სტუდიაშიდასმულ შეკითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ბათუმში პარტიული სიის სათავეში მყოფი მირდატ ქამადაძე უპასუხებს.
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა