კომპეტენტური პასუხი

გადაცემის არქივი

ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება მოულოდნელი გაგრძელებით. იყო თუ არა ბოდიში იმ გეგმის ნაწილი, რომლითაც ქვეყნის პირველმა პოლიციელმა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპარაციის გადაწყვეტილება მიიღო.- ხელისუფლებამ გახარიას უწყების მუშაობა დადებითად შეაფასა. პრეზიდენტი პოლიტიკური ქმედებების სრულ კრახზე საუბრობს. აქციის ორგანიზატორთა მონაწილეობით შემდგარი ჯგუფები, სახალხოდამცველი და ხელისუფლების დაპირებები? ხომ არ გამორჩა მთავრობას კონტრაქციის მონაწილეების ინტერესები ?-ეს იმ კითხვების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „კომპეტენტურ პასუხში“ ვუპასუხეთ. გადაცემის სტუმარი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გელა ირემაძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და „იემსის“ პროექტების კოორდინატორი გურამ იმნაძე ჩაერთო.

13 მაი 2018

მმართველ ძალას ძალიან უჭირს იყოს თვითკრიტიკული. პირიქით, ის საკმაოდ მიცემულია თვითკმაყოფილებას და მე ამაში ვხედავ საფრთხეს ქვეყნისთვის“- აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტური პასუხისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. საქართველომ გაიარა ყველა გზა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ნატოს წევრი გახდეს.“- აცახდებს საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის ვრცელი ინტერვიუ მოისმინეთ დღეს, აჭარის რადიოს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“.

26 აპრ 2018

ქვეყაში ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საინფორმაციო ცენტრები ამოქმედდა. ერთერთი მათგანი დღეს აჭარაში, კერძოდ კი ჩაქვში გაიხსნა. რა იქნება ფაროსანასთან ბრძოლის ცენტრის მთავარი დანიშნულება და ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლის რა გზებს ირჩევს?- გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები იყვნენ „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმართველობის საკითხთა კომისიის ხელმძღვანელი ვახტაგ წულაძე. პირდაპირ ეთერში ფიტო პათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი ცისანა ცეცხლაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრებანიძე და ფაროსანასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე იყვნენ. პირდაპირ ეთერში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მესხი ჩაერთო.

12 აპრ 2018

ფაროსანა- მავნებელი მწერი, რომლის გააქტიურებასაც ქვეყანაში დათბობასთან ერთად ელიან. ბაღლიჯომ შესაძლოა დისკომფორტი არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ვიზიტორებასაც შეუქმნას. როგორია მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია, რას აკეთებს ხელისუფლება დაცული ტერიტორიების ფაროსანასაგან დასაცავად და რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ინფორმირებას? - გადაცემის სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი მამუკა თურმანიძე გახლდათ. პირდაპირ ეთერში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ჩაერთო.

25 მარ 2018