კომპეტენტური პასუხი

 „ოცნების ქალაქის“ მობინადრეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს შენობის წინ აქცია   გამართეს.   ისინი იმ კრიტერიუმების დაზუსტებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც  ეგრეთ წოდებულ „ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსებში საცხოვრებელი ფართები  უნდა გაიცეს.

     მარინა ბერიძე- აქციის მონაწილე . თამაზ ბაკურიძე უფლება დამცველი.   რამაზ ჯინჭარაძე-აჭარის ჯანდაცვის მინისტრი.

 

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017