კომპეტენტური პასუხი

ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გარდაიცვალა. აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.   რა არის ანაფილაქსიური შოკი, რა აჩვენა მედდის გარდაცვალებამ, რაზე უნდა გამახვილოს ჯანდაცვის უწყებამ მომავალში ყურაღება.

სტუმრები: ჯემალ დუმბაძე-   ინფეციონისტი.   აკაკი ზოიძე ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში .

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017