კომპეტენტური პასუხი

საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვაზე ოპოზიციამ უარი განაცხადა.  ლელო  2022 წლისთვის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის.  მოქალაქეების რიგებს კი პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და პოლიტ საბჭოს წევრი თანამოაზრეებთან ერთად ტოვებს.

 სტუმრები:  გრიგოლ გეგელია ლელო საქართველოსთვის,  გენრი დოლიძე-„მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს  ყოფილი წევრი  და ილია ვერძაძე  აჭარის უმაღლესი სბჭოს წევრი, პარტია „ქართული  ოცნება“.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017