2019 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი დამტკიცებულია. რა იქნება მომავალ წელს პრიორიტეტული და როგორ აფასებენ ოპონენტები აჭარის ფინასთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმდინარე წლის მუშაობას. გადაემის პირველი ნაწილის სტუმარი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალუირი მოძრაობიდან გია აბულაძე. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პასუხობდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017