საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. სალომე ზურაბიშვილი თუ გრიგოლ ვაშაძე ვინ რისთვის ემზადება და ვისზე შეაჩერებს საკუთარ არჩევანს საქართველოს მოსახლეობა?- „კომპეტენტურ პასუხში“ საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდამჭერები ერთმანეთის პირისპირ „ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ქარტული ოცნება- მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე და გაერთიანებული ოპოზიციიდან რესპუბლიკელი ირაკლი ჩავლეიშვილი.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017