საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. რა გზებს და მეთოდებს იყენებენ ერთმანეთის პირისპირ მდგომი პოლიტიკური ძალები ამომრჩევლის გულის მოსაგებად. ვის რა შანსი აქვს და რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს საპრეზიდენტო არჩევნები?- ამ და სხვა საკითხებზე გადაცემის პირველ ნაწილში „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე და პოლიტოლოგი ირაკლი მანველიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში კითხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია აბულაძე, ქართული ოცნებიდან კი აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017