ქართული ოცნების ლიდერის გზავნილი მედიას, მესამე სექტორს და ექსპერტებს. მოახდენს თუ არა გავლენას ბიძინა ივანიშვილის მესიჯები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე? -ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ „ბათუმელების" რედაქტორი ეთერ თურაძე და საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა საუბრობენ. პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პასუხობს. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ქათტული ოცნების წევრი ანრი ოხანაშვილი ჩაერთო.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017