საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მათ რჩეულებს ამომრჩეველმა? -„კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმრებია: აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „ქართული ოცნება-აჭარას“ თავმჯდომარე დავით ბაციკაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან , ბათუმის საკრებულოს წევრი მირდატ ქამადაძე და ევროპული საქართველოდან ასევე ბათუმის საკრებულოს წევრი რაულ თავართქილაძე.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017