„ბათომი“ ბათუმის მერს ისტორიული ზონის თვითნებურად შეცვლასა და ცათამბრჯენი მშენებელი კომპანიების ინტერესების გათვალისწინებას აბრალებს. დეტალები „კომპეტენტური პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის პირველ ნაწილში საზოგადოება „ბათომის“ წევრი შოთა გუჯაბიძე საუბრობს. პირდაპირ ეთერში კი სამოქალაქო საზოგადობის ბათუმის ოფისის ხელმძრვანელი ნათია აფხაზავა ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძრვანელი ნატალია ზოიძე და ბათუმის მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველი პასუხობენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017