აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი უმაღლეს საბჭოში. რა იქნება აჭარის განახლებული მთავრობისთვის პრიორიტეტული - ამ თემაზე გადაცემის პირველ ნაწილში აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“აწარის ორგანიზაციის ხელმძრვანელი გია ცინცქილაძე ჩაერთო. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია პასუხობს.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017