ვინ იქნებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე? საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან კონსულტაციები გამართა.- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ასმათ დიასამიძე, ქარტული ოცნებიდან ილია ვერძაძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“ ზაზა ოქუაშვილი, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობიდან“ გია ცინცქილაძე საუბრობენ. პირდაპირ ეთერში უმაღლესი საბჭოს წევრი ევროპული საქარტველოდან პეტრე ზამბახიძე და მოქალაქე ნანა მეგრელიძე ჩაერთვნენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017