რა ნიშნით შეირჩა მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე. ვინ შეინარჩუნებს თანამდებობებს განახლებულ მინისტრთა კაბინეტში და ხომ არ გაიმართება ვადამდელი საპალამენტო არჩევნები?- თემაზე ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე რაულ თავართქილაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტარიელ მამულაიშვილი საუბრობენ. გადაცემის მეორე ნაწილში დასმულ კითხვებს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია პასუხობს.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017