ვიწრო პარტიული რეფორმა თუ ახალი ეტაპი ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის მესიჯები და საზოგადოების მოლოდინი?- ამ თემაზე „კომპეტენტური პასუხის პირველ ნაწილში საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და „ემსახურე სააქართველოს“ ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე საუბრობს.პირდაპირ ეთერში ექსპერტი გია ხუხაშვილი ჩაერთო. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ კითხვებს პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე პასუხობს. პირდაპირ ეთერში საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ქართული ოცნების პოლიტ საბჭოს წევრი ილია ნაკაშიძე ჩაერთო.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017