78 არცერთის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებებს დაუჭირა მხარი. რა იცვლება რეგიონის მოსახლეობისთვის ავტონომიური რესპუბლიკის განახლებული კონსტიტუციით?- ამ თემაზე „კომპეტენტურ პასუხის“ პირველ ნაწილში აჭარის უმაღლსი საბჭოს დეპუტატები ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე საუბრობდნენ. გადაცემის მეორე ბლოკში დასმულ შეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე პასუხობდა.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017