კრიზისი მმართველ პარტიაში, მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები თუ ქვეყნის საგარეო გამოწვევები. როგორ აფასებენ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რეგიონში მოღვაწე პარტიების წარმომადგენლები და ვის წასვლას ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მეორედ მოსვლა?-დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემაში დასმულ შეკითხვებს ევროპული საქართველოდან პეტრე ზამბახიძე, ქართული ოცნებიდან ვლადიმერ მგალობლიშვილი, ერთანი ნაციონალური მოძრაობიდან გია აბულაძე და პატრიოტთა ალიანსიდან არჩილ მამულაძე პასუხობენ.

გადაცემის არქივი

ბათუმში 11 და 12 - მარტს საპროტესტო აქციების შედეგად ქალქმა 150 ათას ლარზე მეტი იზარალა- არიან დაშავებულები, დაკავებულები და არის ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა. რა მოხდა ბათუმში, რა გახდა მოქალაქეების პროტესტის მიზეზი და ვინ დგას ამ მოვლენების უკან? დღეს კომპეტენტური პასუხის სტუდიაში ამ და სხვა შეკთხვებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ვარშალომიძემ უპასუხა. საკუთარ პოზიციებს მოვისმინეთ ქართული ოცნებიდან აჭარის უმაღლესი სავბჭოს დეპუტატ ცოტნე ანანიძისგან. გადაცემის მეორე ნაწილში კი 11-12 მარტის საპროტესტო აქციების ქრონიკას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი რეგიონში ციალა ქათამიძემ შეაფასა. პირდაპირ ეთერში დედაქალაქიდან ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ჩაგვერთო.

12 მარ 2017